გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

აფხაზეთიდან დევნილი გოგოებისთვის ესთეტიკური კოსმეტოლოგიის მასტერკლასი ჩატარდა

29-07-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და „ესთეტიკური სილამაზის ლაბორატორიის“ ერთობლივი ორგანიზებით 17-დან 22 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოცდაათ გოგონას ესთეტიკური კოსმეტოლოგიის მასტერკლასი ჩაუტარდა. 

კოსმეტოლოგიაში არსებულ სიახლეებზე ახალგაზრდებს „ესთეტიკური სილამაზის ლაბორატორიის“ დირექტორი ნინო ქირია ესაუბრა და გოგონებს სახის კანის მოვლის პროცედურებზე მასტერკლასი ჩაუტარა.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი საჩუქრები გადაეცათ. 

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია იმყოფებოდა.