გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყაზახეთში მოკლეს

30-07-2020

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე 42 წლის ლევან გრემელაშვილი მოკლეს. გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურიდანაა

ადგილობრივების ცნობით, ის კერძო ბიზნესით იყო დაკავებული და საქართველოდან რამდენიმე თვის წასულია.

 

ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე არ საუბრობენ.მკვლელობის მიზეზი უცნობია ახლობლებისათვის, თუმცა, მათი ინფორმაციით, მამაკაცი მისმა ნაცნობმა ქართველმა მოკლა, რომელიც ბრალს აღიარებს.

 

წინასწარი ინფორმაციით, გრემელაშვილი ცივი იარაღით არის მოკლული.

 

დაჭრილი მამაკაცი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, თუმცა მკვლელის ვინაობის დასახელება მოასწრო.

 

გარდაცვლილის გადმოსვენების საკითხებზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მუშაობს.

პრაიმტაიმი