გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება

5-08-2020

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება შიდა მოპირკეთებითი და კოსმეტიკურ სამუშაოები, ასევე გარე პერიმეტრის მოწყობა.

როგორც აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში აღნიშნეს უკვე დასრულდა დარბაზებში სპორტული იატაკების დაგება, ასევე განათებისა და კონდინცირება-ვინტილაციის მონტაჟი.

სპორტული კომპლექსის დარბაზების საერთო ფართი 10 240 მ2-ია. გარდა სპორტული დარბაზებისა შენობაში განთავსდება ადმინისტრაციული სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და სამედიცინო პუნქტი.

პროექტის ღირებულება 62 000 000 ლარია და მისი დაფინანსების წყარო აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტია.