გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ქუთაისში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს - წაღებულია 5000 ლარი

20-11-2017

ქუთაისში, სულხან- საბას დასახლებაში, სუპერმარკეტი "დეილი" დააყაჩაღეს.

შემთხვევა  20 ნოემბერს, დილის 5 საათზე მოხდა.

სუპერმარკეტის თანამშრომლების განმარტებით, მარკეტში ოთხი ნიღბიანი იყო შესული, რომლებსაც თან ცივი იარაღი, დანა ჰქონდათ.

მათივე თქმით, სალაროდან წაღებულია 5 000 ლარამდე თანხა, ასევე სასმელები და სიგარეტი.

"ეტყობოდათ,  ახალგაზრდები იყვნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ, დანის მუქარით მოახერხეს თანხის გატანა," - ამბობენ სუპერმარკეტ "დეილის" თანამშრომლები ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 


წყარო: "ქუთაისიპოსტი"