გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

"ქართული ოცნების" ლიდერებმა თელავის სოფელ სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი“ დაათვალიერეს

10-08-2020

"ქართული ოცნების" ლიდერებმა სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი“ დაათვალიერეს, სადაც 71 ადამიანია დასაქმებული.

ახალ სასტუმროში, რომელმაც ვიზიტორების მიღება ივლისიდან დაიწყო, მთავრობის მეთაური თავდაცვის მინისტრთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძესა და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

სასტუმროს მფლობელმა ლევან თორაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციისა და არსებული სერვისების შესახებ.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სასტუმროს კომპონენტით მხარდაჭერა ამ დრომდე 19-მა სასტუმრომ მიიღო, ჯამურმა ინვესტიციამ 56 მილიონი ლარი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ 621 ადამიანი შეადგინა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ "აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროგრამა, რომლის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტში 992 ათასი ლარის მოცულობის გრანტი გაიცა. დაფინანსდა ჯამში 112 პროექტი, აქედან 19 სასტუმროა.
2012 წლიდან დღემდე სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა 1105 სასტუმრო.