გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება - საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პატრიარქის ოფიციალურ წერილს ელოდება

5-03-2018

საქართველოს საპატრიარქოში დღეს ელოდებიან რუსეთის პატრიარქის ოფიციალურ წერილს, სადაც ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე უნდა იყოს საუბარი.

პარალელურად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მზად არის ცხედრის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებაში მონაწილეობა მიიღოს.

„სატელეფონო საუბარი გვქონდა რუსეთის საპატრიარქოსთან და მათ ასეთი რამ გვიპასუხეს, რომ რუსეთის პატრიარქი მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბულგარეთში, ის უკვე აქტიურად ჩაერთო ამ საქმიანობაში და მან განაცხადა, რომ უმოკლეს დროში შეეცდება, რომ წითელი ჯვრის საზოგადოების საშუალებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოსვენებული იქნას საქართველოში და დაუბრუნდეს ტავის ოჯახს. ეს რაც მათ სატელეფონო საუბარში აღნიშნეს ამას ოფიციალურად, წერილობით, სავარაუდოდ ორშაბათს მოგვწერენ,“-განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

"პირველი რადიო"