გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოზარ სუბარი: ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში 500-მდე ნიმუშია აღებული

11-08-2020

პრემიერ მინისტრის მრჩეველის რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარის თქმით ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში 500მდე ნიმუშია აღებული. დღის ბოლომდე ადგილობრივებისთვის ნიმუშების აღება სრულად დასრულდება სოფელ ლენჯერში.

„ყველაზე მთავარი და ცხელი წერტილი ამ წუთში არის ლენჯერი, სადაც 320 ნიმუში იქნება აღებული, სხვა ადგილებში 100 ნიმუში . დაახლოებით დღის პირველ ნახევარში ველოდებით აღებული ნიმუშების პასუხებს. დღეს, დაგეგმილია გაზრდა ამ რაოდენობების და შეირჩა 3 მთავარი ლოკაცია, სადაც ყველაზე მეტი დაზიანებებია, ეს არის ლენჯერი დაბა მესტრია სოფელი წვირმი და მულახი. ამოცანა გვაქვს რომ დღეს ლენჯერი ამოვწუროთ როგორც მთავარი წყარო საიდანაც დაიწყო გავრცელება ვირუსის და ვფიქრობთ დღის განმავლობაში ჩვენ ამას მოვახერხებთ“- აღნიშნა სოზარ სუბარმა