გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გახარია: ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა

12-08-2020

ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა ევროპელ კოლეგებს ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კრიზისის ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ მუშაობა, მათ შორის, ფინანსური რესურსების მოსაზიდად. მაშინ ევროკავშირი, როგორც ნამდვილ პარტნიორებს შეეფერებათ, ისე დაგვიდგა გვერდით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარება. ამ დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება. ეს არის ამ დახმარების მიზნობრიობა და მე კიდევ ერთხელ ოფიციალურად მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ დახმარების გაწევისთვის“, - განაცხადა გორგი გახარიამ.