გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

უბედური შემთხვევა სამეგრელოში – მოზარდი მიტოვებული შენობიდან გადავარდა

5-03-2018

უბედური შემთხვევა სამეგრელოში – ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში, ერთ-ერთი მიტოვებული შენობიდან მოზარდი 7 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ბავშვი დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა. პროცესის დასრულების შემდეგ კი ახალგაზრდები შენობაში ფოტოებს იღებდნენ, სწორედ ამ დროს მოაჯირი, რომელსაც ბავშვი ეყრდნობოდა მოირღვა და მოზარდი გადავარდა.

სასწრაფო დახმარების მანქანამ ის თავის ქალის ტრავმით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, 15 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს გამოძიება.

cyc.ge