გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურის თანამშრომლის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე შემოწმება დაიწყო

13-08-2020

ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო - განცხადებას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას"-ნათქვამია განცხადებაში.