გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

დეპუტატები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

15-08-2020

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი და პარლამენტის წევრები სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულ და ახლახან იდენტიფიცირებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ. პარლამენტის წევრებმა ტაძარში დასვენებულ 13 იდენტიფიცირებული პირის ოჯახების წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს.

„კიდევ ერთხელ გავიზიარეთ ამ ოჯახების და მთლიანად საქართველოს მწუხარება დაღუპული ვაჟკაცების და სამოქალაქო პირების გამო. ოჯახებმა ამდენი ხნის განმავლობაში საფლავების დატირება ვერ შეძლეს და ეს მცირედი შვება იმ მოლაპარაკებების შემდეგ მაინც მიენიჭათ, რომელიც „წითელი ჯვარის“ დახმარებით ქართველებსა და აფხაზებს შორის მუდმივად მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სამოქალაქო პანაშვიდს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები დაესწრნენ. ​