გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გოგი მეშველიანი წალკაში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

16-08-2020

„ბევრი დაპირებების არ მჯერა , ხოლო თქვენს მიმართ ნდობა გამიჩნდა იმიტომ, რომ ზედმეტი პირობა არ მოგვეცით. მხოლოდ იმ საკითხებზე საუბრობთ რის შესრულებასაც შეძლებთ“- ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატს გოგი მეშველიანს, სოფელ სამების მკვიდრმა გულო გულბანმა.

მმართველი გუნდის კანდიდატი წალკის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს ამჯერად, სოფლების - კოხტა, ხარება, ჩრდილისუბნი, ტბეთისა და სამების მოსახლეობას მოუსმინა.

გოგი მეშველიანი, დღესვე საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ბარეთისა და საბეჭისის მოსახლეობის საჭიროებებსაც გაეცნო.

კანდიდატმა ყურადღება მიმდინარე სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა და დასძინა, რომ მათი ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად შრომასა და ძალისხმევას არ დაიშურებს.
მოსახლებასთან შეხვედრების პარალელურად გოგი მეშველიანი სოფელ კოხტაში ახალი სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.