გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახეთის მხარეს ორი ახალი სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა გადაეცა

16-08-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავტოპარკის განახლებას აგრძელებს. კახეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა ერთი ფორდის, განახლებული სახანძარო-სამაშველო ავტო ტექნიკა და ერთი მაღალი გამავლობის, სამაშველო, 2020 წლის ფორდ რეინჯერი.

სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაცემას საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მისი პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დაესწრნენ.

სამშველო ავტომობილი დედოფლისწყაროში განაწილდება. ტექნიკა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოსთვის ENPARD პროგრამის ფარგლებში, პროექტ ,,PROCEED”-ის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით იქნა შეძენილი.

სახანძრო-სამაშველო ფორდი კი საგანგები სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ იქნა განახლებული და იგი განკუთვნილია ქალაქ ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამმართველოსთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტო-პარკის განახლებას. 2020 წლის დასაწყისში საქართველოში შემოვიდა 30 უახლესი, მაგირუსის მარკის სპეც-ტექნიკა რომელიც განაწილდა თბილისში, სიღნაღში, რუსთავში, ბირჯომში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ამის პარალელურად უკვე განახლდა 19 ერთეული ფორდ კარგოს ტიპის სახანძრო-სამაშველო ავტომობილები და გაცაეცათ სახანძრო-სამაშველო ძალებს: მცხეთაში, ხევსურთსოფელში, მარნეულში, კოდაში, გორში, ხაშურში, კასპში, აბაშაში, სენაკში, სიღნაღში, საგარეჯოში, გურჯაანში, ამბროლაურში, ბათუმში, ბორჯომში და ქუთაისში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავლშიც გააგრძელებს სახანძრო-სამაშველო სპეც ტექნიკით ავტო პარკის განახლებას.