გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დღგ-ის რეფორმის გაცნობის მიზნით, რუსთავში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21-08-2020

დღგ-ის ახალი რეფორმის გაცნობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, სხვადასხვა რეგიონში გრძელდება სამუშაო შეხვედრები მეწარმე სუბიექტებთან. დიალოგის ფორმატში, მორიგი შეხვედრა რუსთავში რეგისტრირებულ მეწარმეებთან გაიმართა.

დღგ-ის ახალი რეფორმა გააუმჯობესებს საგადასახადო ადმინისტრირების პროცესს, ასევე დაამკვიდრებს, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში რეგისტრირებულ მეწარმეებს შორის. ამასთან, ქართული და ევროპული დღგ-ის შესაბამისობა გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ხოლო გამარტივებული საგადასახო ვალდებულებების შესრულებით შემცირდება სადავო შემთხვევები.

მოქალაქეთა მომსახურების რუსთავის სერვისცენტრში შეკრებილ მეწარმეებს, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ, მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შალვა კოპალეიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან წითელაშვილი ესწრებოდნენ. აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრები, გადასახადის გადამხდელებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.

ვრცელი ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ, განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://www.rs.ge/6608