გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი მღებრიშვილის პატიმრობაზე: ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად

22-08-2020

უაღრესად სამწუხარო ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაშურში, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ხვიჩა მღებრიშვილისთვის სამთვიანი პატიმრობას მისჯას შეეხებოდა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა საკითხის მოსაგვარებლად ყველა ინსტრუმენტი იქნას გამოყენებული.

„ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას გააჩნია და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე, ყველაფერი იქნება ნორმალურად,“- აღნიშნა პრემიერმა.