| « ოქტომბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
22-08-2020
საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაშურში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად ხაშურის შემოვლითი გზა გახსნა.
კითხვაზე, რომელიც ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებას შეეხებოდა, გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:
„საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია, ეს დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციასა და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე საქართველოში,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.