გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქობულეთში, სოფელ თიკერის დამშრობი სისტემა გაიწმინდა

30-08-2020

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჭარბი წყლის მოცილების მიზნით, დამშრობ მასივზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.

სოფელ თიკერში ხე-მცხენარეებისა და ნატანი მასისგან საერთო სიგრძით 1,5 კმ კოლექტორები და შემკრები არხები გაიწმინდა, მოეწყო კვალთაშორისი ორნატები 5 000 გრძივი მეტრი.

სამელიორაციო ღონისძიებები 15 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, უხვი ნალექის შემთხვევაში, დამშრობი მასივის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწისფართობები არ დაიტბორება.