გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ანაკლიასა და მეზობელ სოფლებში მცხოვრებლებს ინგლისურს უფასოდ შეასწავლიან

6-03-2018

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით ზრდასრულთათვის ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსზე მიღებას აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს. მათივე ცნობით, შემოთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ ანაკლიისა და მეზობელი სოფლების მოსახლეობას 17 წლიდან ზემოთ.

სასწავლო პროცესი მარტში დაიწყება და 12 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

გაკვეთილებს მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები ორჯერ კვირაში ანაკლიაში სასტუმრო „პალმ ბიჩში» ჩაატარებენ.
მსურველებს რეგისტრაციისთვის 12 მარტის ჩათვლით ანაკლიის განვითარების კონსორიუმის საინფორმაციო ცენტრს უნდა მიმართონ.

რადიო "ათინათი"