გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია შუახევში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

31-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევში, საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.

დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში მიმდინარეობს.

შენდება 240 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა. მოეწყობა ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო, ღია და სპორტული მოედანი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარს აჭარბებს.