გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

8-09-2020

სურსათის ეროვნული სააგენტოს საკოორდინაციო მართვის ცენტრის ჯგუფებმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მორიგი წამლობა ჩაატარეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში - ხალასა და კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ქედის მუნიციპალიტეტში - პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქ. ბათუმის, მწვანე კონცხის, სარფის, გონიოსა და კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულებში, 900 ჰა ფართობია დამუშავებული.

ღონისძიებები უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობას წინასწარ აწვდიან ინფორმაცია.