გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გოჩა ენუქიძე ლენტეხში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

9-09-2020

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი იყო "ქართული ოცნების" გუნდის პრიორიტეტებზე ჯანდაცვის სფეროს განვითარების ხელშეწყობის კუთხით და იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომლის წინაშეც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დგანან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.

დაბა ლენტეხში გაიხსნა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი აშენდა 3 და რეაბილიტირდა 6 ამბულატორიის შენობა.

,,მჯერა, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობითწარმატებით გავუმკლავდებით ამ სფეროს წინაშე არსებულ გამოწვევებს"-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.