გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი გუნდის მიზანია მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა

11-09-2020

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შპს "ალუტექ ჯორჯიას“ თანამშრომლებს შეხვდა და საწარმო დაათვალიერა.

ქარხანა მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა და რამდენიმე თვეა, წარმატებით მუშაობს. "ალუტექ ჯორჯიას" საამქრო აღჭურვილია ულტრათანამედროვე დანადგარებით, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს.

"ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების გახსნა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტი დასაქმებული მოქალაქე ჰყავდეს ჩემს ქალაქს, რასაც მერობის შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.