გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ნათია მეზვრიშვილ: საზოგადოებას ვთხოვთ, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ წესრიგის დაცვაში, პოლიციას და შრომის ინსპექციას

14-09-2020

გამკაცრებულია იმ რეგულაციებისა და წესების აღსრულება, რომელიც დღეს მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ შრომის ინსპექცია და პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ წესების დაცვა გააკონტროლოს.

„საზოგადოებას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ, წესრიგის დაცვაში, პოლიციას და შრომის ინსპექციას, იმიტომ, რომ რეალურად, პასუხისმგებლობა, დღეს, არის თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი მხრიდან, ელემენტარული წესების დაუცველობამ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელება გამოიწვიოს“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.