გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნათია თურნავა: მწვანე ზონის სტატუსს ასე ადვილად არ დავთმობთ!

14-09-2020

„ჩვენ არ დაგვიკარგავს „მწვანე ზონის“ სტატუსი - ეს ჩვენი მონაპოვარია, რომელსაც ასე მალე არ დავთმობთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ.

„როგორც პანდემიის პირველი დღიდან ხდებოდა, ჩვენ ადეკვატურად, ეფექტურად და სწრაფად ვრეაგირებთ. ადრე მთავარი იყო ვირუსის გავრცელების სწრაფი პრევენცია, ახლა მთავარია, რომ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ ისე, რომ თითოეული შემთხვევა ლოკალურად მართვადი იყოს და ეკონომიკა არ დავაზარალოთ. ჩვენ ამას მოვახერხებთ“, - განაცხადა მინისტრმა.