გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შსს-ს 2 თანამშრომელს და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

16-09-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს და სამინისტროს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

14-15 სექტემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად ​კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომელიც აჭარის რეგიონში მივლინებით იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მედიკოსები მათი დაინფიცირების წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას აწარმოებენ.

დაინფიცირებულების მკურნალობა კლინიკაში მიმდინარეობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.