გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ბათუმში ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და ამირან გამყრელიძე იმყოფებიან

16-09-2020

პრემიერის დავალებით ბათუმში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და ბატონი ამირან გამყრელიძე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ისინი ადგილზე სიტუაციის მართვისა და უკეთესი მენეჯმენტის მიზნით იმყოფებიან.

„იყო გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ მოსახლეობისგან, ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ამიტომ, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, რათა ის პრობლემები, თუკი არსებობს, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და აღმოფხვრილი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.