გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე ავტომობილი სანიაღვრე არხში ჩავარდა

6-03-2018

ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, სანიაღვრე არხში ავტომობილი ჩავარდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სავარაუდოდ, გზაზე არსებული წყლის გუბეების გამო მძღოლმა ღია სანიაღვრე არხი ვერ შენიშნა. 

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქუჩაზე გზის პრობლემა დიდი ხანია არსებობს და მის მოგვარებას მოითხოვენ. 

შარტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია ქუთაისის მერიამ გასულ თვეში გაავრცელა. 

მერიაში განმარტავენ, რომ ავტომობილი ღია სანიაღვრე ქსელში ჩავარდა, რომლის მოწყობაც კომპანია "ეს ემ კას" პრეროგატივაა.

"ეს არის არა ორმო, არამედ ღია სანიაღვრე ქსელი, რომელიც უნდა მოეწყო კომპანია "ეს ემ კას". რაც შეეხება უშუალოდ სამანქანო გზას, ამ ნაწილზე მერიის მიერ სამუშაოები გასულ თვეში განხორციელდა", -განაცხადეს მერიაში.

newpress