გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილა

18-09-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, დაამზადა და 10 000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ყალბი სასაქონლო ზედნადები, თითქოსდა საწარმომ მოახდინა 75 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის რეალიზაცია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.