გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბათუმში შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

18-09-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 18 სექტემბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.

ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 19 სექტემბერს ბათუმის სტრუქტურული ერთეული დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ერთი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება, ორშაბათიდან კი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.