გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

PHARMIN-ი "ტვ პირველს" სიყალბეში ადანაშაულებს

19-09-2020

კომპანია PHARMIN-ი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გაკვირვებულები ვართ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შინაარსით, რომელშიც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე საუბარია საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე ურუგვაიში დაფუძნებულ ჩვენს კომპანიასთან. ეს ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია „PHARMIN“-ის ერთადერთი ინვესტორი ბატონი თემურ უგულავაა.

PHARMIN-ი ლიცენზირებული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც სამედიცინო კანაფის კულტივაცია, მისგან ზეთის გამოხდა და სხვადასხვა სამედიცინო პროდუქციის წარმოებაა.

კომპანია ოპერირებს ურუგვაიში, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო კანონის დაცვით. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ PHARMIN-ის პროდუქცია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენება” აცხადებენ კომპანიაში.