გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პარლამენტის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა დაათვალიერეს

21-09-2020

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ დაათვალიერეს.

სრულად რეაბილიტირდა 1000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ორი შენობა. შესაბამისად საბაზო, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე თანამედროვე სტანდარტების თანახმად მოწყობილ შენობაში განთავსდნენ. შშმ პირთათვის ადაპტირებულ შენობაში სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო, სპორტული დარბაზები და ღია სტადიონი მოეწყო.

წლის ბოლომდე დასრულდება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ცენტრის მშენებლობაც. აღსანიშნავია, რომ აქ მოსწავლეებს და არა მარტო პირველ სკოლელებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს. აქ დაიგეგმება შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან.

ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლას, რომელშიც ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, სოლომონ ჭეიშვილი და სხვა გამოჩენილი მამულიშვილები სწავლობდნენ, დაარსებიდან 175 წელი შეუსრულდა.