გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმში მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებს აგრძელებენ

21-09-2020

ქალაქ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საქართველოს პარლამენტში რესან კონცელიძემ და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ტიტე აროშიძემ, კარდაკარ შემოვლა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრით გააგრძელეს.

როგორც, რესან კონცელიძე აცხადებს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამომრჩევლები დიდი იმედით ხვდებიან და ინტერესით ეცნობიან დეპუტატების სამომავლო გეგმებს. ისინი კმაყოფილებას გამოთქვამენ იმ პროგრესის მიმართ, რომელიც უახლოეს მომავალში დიდი გამარჯვებით დასრულდება.

დეპუტატები კარდაკარ მსვლელობის შემდეგ მაიაკოვსკის, დიმიტრი თავდადებულის, შამილაძისა და ზედაღელის მოსახლეობას შეხვდნენ.