გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

რესან კონცელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

22-09-2020

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა მაჟორიტარობის კანდიდატმა გენერალ აბაშიძის, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩის მაცხოვრებლებლებთან გამართა.

„გენერალ აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონა ექნება. აღნიშნული სკვერის სახით, ქალაქს ერთ-ერთი ულამაზესი დასასვენებელი სივრცე შეემატება. სარეკრეაციო ზონა განთავსდება 2000 კვ/მ ფართობზე. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საბავშვო სივრცეების, სპორტული მოედნისა და ფრანგული შადრევნის მოწყობა, რომლის ბიუჯეტიც 1 500 000 ლარს შეადგენს. სასიხარულოა, რომ ამ ქუჩის მცხოვრებლების უდიდესი სურვილი ძალიან მალე დაკმაყოფილდება და აქაურ მობინადრეებს თავისუფალი დროის გატარება ჯანსაღ და გამწვანებულ გარემოში შეეძლებათ“-განაცხადა რესან კონცელიძემ.