გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

7-03-2018

ოზურგეთის აგრარულ ბაზარში, მონადირეთა მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ მაღაზიაში ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია. დაშავებულია მაღაზიის მეპატრონე და გამყიდველი. მათ სახისა და ზედა კიდურების დამწვრობა მიიღეს. ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მაღაზიის მეპატრონე საავადმყოფოში გადაიყვანეს, გამყიდველს ადგილზე გაუწიეს პირველადი დახმარება.
ხანძარი ლოკალიზებულია.

"ინტერპრესნიუსი"