გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დედაქალაქსა და რეგიონებში უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება

26-09-2020

კვირას, 27 სექტემბერს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 11-დან 15 საათამდე სააგენტოს ვეტერინარები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებენ შინაური ბინადარი ცხოველების - ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას.

ახალი კორონავირუსით (COVID-19) შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიება ტარდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფისათვის დადგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით.


მისამართი: თბილისი - ვაკე, მრგვალი ბაღი; ვარკეთილის დასახლება 3, მიკრორაიონი IIIა, კორპ. 325-ის მიმდებარედ არსებული სკვერი.

რეგიონების ლოკაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ფეისბუკგვერდზე: https://www.facebook.com/events/2051331081665887