გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იოსებ ხახალეიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

27-09-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდნენ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი კანდიდატი ზაზა ლომინაძე.

"სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა, ახლა მემორიალთან იმყოფებიან ახალგაზრდები, რომელთაც არასდროს უნახავთ სოხუმი, თუმცა იციან ამ დღის მნიშვნელობა და იციან, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოში მშვიდობიანად უნდა დასრულდეს", - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.