გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს კიდევ ერთი თვე არ გადმოსცემენ

7-03-2018

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოკუპირებული რეჟიმი ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას ერთი თვის განმავლობაში არ აპირებს.

ბიბილოვმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის შესახებ დღეს პირველი კომენტარი, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე გააკეთა.

საოკუპაციო რეჟიმის დე-ფაქტო მმართველის კომენტარს ადგილობრივი მედიასაშულებები ავრცელებენ.

ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა, სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებამდე არ იგეგმება და მიანიშნებს, რომ კვლევის ჩატარებას სულ მცირე 1 თვე სჭირდება.

„სამხრეთ ოსეთის კანონების მიხედვთ რომელიც არ ეწინააღმნდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს იმისთვის რომ გადმოცემული იქნას ცხედარი, აუცილებელია სასამართლო ექსპერტიზა. ასეა მიღებული მთელ მსოფლიოში და ასე უბრლოდ არ შეგვიძლია შევასრულოთ მოთხოვნა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშოირებით“, - აცხადებს ბიბილოვი.

alia.ge