გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

იოსებ ხახალეიშვილი: მსურს, პირადად მოვისმინო იმ მოქალაქეების აზრი თუ პრობლემა, ვინც შეხვედრებზე დასწრებას ვერ ახერხებს

29-09-2020

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოქალაქეებთან ინდივიალური შეხვედრების ფარგლებში დღეს ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში - ფურცელაძე, გუნია, სააკაძისა და ბელიაშვილის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მოქალაქეებისგან ეტაპობრივად ეცნობა იმ პრობლემებს, რომელიც მერად არჩევის შემდეგ უნდა მოაგვაროს.

"არის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც ფიზიკურად ვერ ახერხებს შეხვედრებზე მოსვლას სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო. იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია ჩვენი გუნდის და კანდიდატების შესახებ, რამდენიმე ოჯახს ვესტუმრე, ჩვენი გუნდის სამომავლო გეგმებზე ვესაუბრე და მათ წინაშე არსებულ პრობლემებს გავეცანი, რომელიც მერად არჩევის შემდეგ უნდა მოვაგვარო. გულწრფელად მახარებს, რომ თითოეულ ოჯახში ჩემ მიმართ ქუთაისური სითბო დამხვდა. მე მჯერა ამ ადამიანების, მჯერა ჩემი ქუთაისელების, რომ ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.