გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

იოსებ ხახალეიშვილი გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

29-09-2020

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად, გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

ღონისძიებების ფარგლებში მასობრივი ველო-გარბენი და ჭადრაკში სამოყვარულო შეჯიბრი გაიმართა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე ფასეულია და მნიშვნელოვანია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა ყოველდღიურად, რაც გულის დაავადებების რისკს შეამცირებს.

29 სექტემბერს მსოფლიოში გულის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ის 1999 წელს გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით დაარსდა.