გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბათუმში უცხოეთის მოქალაქეს ქალის ცემისთვის ასამართლებენ

7-03-2018

ბათუმის სასამართლოში თურქეთის მოქალაქეს ქალის ცემისთვის ასამართლებენ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ახალგაზრდა ქალი ცემა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

ბრალდებული საქართველოში მეორე წელია რაც ცხოვრობს. ის ძალადობისთვის ერთხელ უკვე გაასამართლეს და ჯარიმაც გადაიხადა. ბოლო შემთხვევის შემდეგ სასამართლოს ბრალდებული 1500 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მტკიცებულებები, რაც პროკურატურამ წინასასმართლო სხდომაზე წარმოადგინა, ბრალდებულმა უდაოდ მიიჩნია. დაცვის მხარეს ამ საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება არ აქვს.

ძალადობა გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 120-დან 180 საათამდე, ან ერთი წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

imedinews.ge