გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზაალ ანჯაფარიძე: ცესკოს დისკრედიტაციის კამპანია გათვლილია საერთაშორისო აუდიტორიაზე, საბოლოო მიზანი კი არჩევნების და მისი შედეგების დელეგიტიმაციაა

30-09-2020

„ცესკოს დისკრედიტაციის კამპანია გათვლილია, როგორც ადგილობრივ, თუმცა უფრო მეტად, საერთაშორისო აუდიტორიაზე, საბოლოო მიზანი კი არჩევნების და მისი შედეგების დელეგიტიმაციაა, რასაც მაინცადამაინც არც მალავენ, როდესაც საარჩევნო პროცესს უნდობლობას უცხადებენ.“- აცხადებს პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის თქმითაც, ოპოზიციამ საარჩევნო პროცესზე მცირე ინფორმაციული შეტევები დაიწყო.

„მას შემდეგ რაც „ლეიბორისტების“ ოფისში „ნაციონალების თაოსნობით მოკრებილმა ოპოზიციამ დეკლარაცია გააფორმა ერთმანეთის ხმების დაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ კუთვნილ ხმებს არავინ ედავებოდა, დაიწყეს საარჩევნო პროცესზე მცირე ინფორმაციული თავდასხმები, რომლებიც როგორც ჩანს, უკვე ორგანიზებულ კამპანიაში გადაზარდეს, რაც სავარაუდოდ, წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილი უნდა იყოს. ცესკოს დისკრედიტაციის კამპანია გათვლილია როგორც ადგილობრივ, თუმცა უფრო მეტად, საერთაშორისო აუდიტორიაზე, საბოლოო მიზანი კი არჩევნების და მისი შედეგების დელეგიტიმაციაა, რასაც მაინცადამაინც არც მალავენ, როდესაც საარჩევნო პროცესს უნდობლობას უცხადებენ.

ცესკოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ „კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიაციების წარმომადგენლები ორგანიზებულად იღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძებებში და დაუზუსტებელი, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისტკრედიტაციას“- განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული არც პარტია და არც ორგანიზაციები, თუმცა საზოგადოება დიდი ალბათობით შესანიშნავად ხვდება, ვისზეა საუბარი, რადგან სტილი და ხელწერა ნაცნობია"- ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, წინა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღმოჩენილი, ძირითადათ, პროცედურული დარვევების მიუხედავად, საგანგებოდ აღნიშნეს ცესკოს მუშაობის გაუმჯობესებული ხარისხი, ოპოზიცია აგრძელებს აპრობირებულ კამპანიას არჩევნებიდან არჩევნებამდე.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით“, - აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამ შემთხვევაში არც კი მოგვიწევს ასეთ დროს ტრადიციული კითხვის „Qui Prodest” (ვის აძლევს ეს ხელს?) დასმა. სავსებით ცხადია, რომ ცესკოს როგორც არჩევნების ადმინისტრირებაზე მთავარი პასუხისმგებელი სტრუქტურის დისკრედიტაცია, აწყობს ოპოზიციას და ამას თავის ისტორია აქვს. ყველა წინა არჩევნებზე ცესკო იყო ოპოზიციის და მასთან აფილირებული ვითომ „დამოუკიდებელი“ დამკვირვებელი ორგანიზაციების სამიზნე.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა რამდენიმე წინა არჩევნებზე, არსებული ძირითადად პროცედურული დარვევების მიუხედავად, საგანგებოდ აღნიშნეს ცესკოს მუშაობის გაუმჯობესებული ხარისხი, ოპოზიცია აგრძელებს აპრობირებულ კამპანიას არჩევნებიდან არჩევნებამდე. 2016 წლის არჩევნების ღამეს „ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს წინ მიტინგებსაც კი მართავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ცესკოს თავმჯდომარემ მათ მათ მიერვე მოთხოვნილი ინფორმაცია წარუდგინა და არჩევნების რეალური შედეგები გააცნო, აქცია ისე გაიწოვა, თითქოს არც ყოფილიყოს“- განაცხადა ზაალ ნაჯაფარიძემ.