გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

"აღიარე ჩემი მკვლელობა"- ქუთაისში ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე აღნიშნეს

20-11-2017

20 ნოემბერი ტრანსგენდერ ადამიანთა ხსოვნის დღეა. ქუთაისში ქვიარ აქტივისტებმა ამ დღის აღსაღნიშნავად 3 ლოკაციაზე შავი ფერის ქსოვილი გადმოფინეს, სადაც ტრანსგენდერთა მკვლელობის შესახებ ინფორმაცია განათავსეს.

ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტ თემის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. საზოგადოების მხრიდან აგრესიის გამოვლინების ხარისხი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ საკმაოდ მაღალია, მხოლოდ საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 3 ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. 

ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1999 წლიდან, 20 ნოემბერს აღნიშნავს. ტრანსგენდერთა ხსოვნასთან დაკავშირებული ღონისძიება, პირველად 1999 წელს სანფრანცისკოში ტრანსგენდერი ქალი რიტა ჰესტერის მკვლელობის წლისთავზე ჩატარდა. 


წყარო: newpress