გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა

1-10-2020

ცესკოს თავმჯდომარისთვის რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს 18:00 საათზე ამოიწურა, - ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, პარტიული სიების წარდგენის შემდეგ იწყება პარტიული სიების შემოწმების პროცესი. წარმოდგენილ დოკუმენტაციას შესაბამისი სამსახური შეამოწმებს და ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასკვნას არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა. თუ პარტიული სია შეესაბამება კანონმდებლობას, ცესკოს თავმჯდომარე არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა გაატარებს სიას რეგისტრაციაში, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხევაში, საარჩევნო სუბიექტს მიეცემა კანონით დადგენილი 3-დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

ბოლო მონაცემებით 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინა 52-მა. მათგან 2 ბლოკი და 50 პოლიტიკური პარტიაა.

საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც დღეს 18:00 საათამდე არ წარმოადგინეს პარტიული სია, კანონმდებლობის შესაბამისად, გაუუქმდებათ საარჩევნო რეგისტრაცია.