გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სოფელ ხოვლეში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

2-10-2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში გაზიფიცირების 38 000 გრძივი მეტრი მაგისტრალის სამუშაოები დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მკვებავი მაგისტრალის, შიდა ქსელების და საუბნო გაზგაყვანილობების მოწყობას.

სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „კომპანია კავკასიონი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 083 888 ლარია.

ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი.