| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
3-10-2020
მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეწყერში მოყოლილი მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი არასრულწლოვნის ცხედარი მეწყრული მასიდან უკვე ამოსვენებულია. მანამდე, მეხანძრე-მაშველებმა მძიმე ტექნიკის დახმარებით იპოვეს მეწყერში მოყოლილი ოჯახის ორი წევრის და ასევე, ავტომობილში მყოფი ორი მამაკაცის ცხედარი.
120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ. სამუშაოებს უამინდობა ართულებდა.
ამ დროისთვის, საძიებო სამუშაოები გრძელდება მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.
2-03-2026