გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვლადიმერ ბორცვაძე: სოფელ ნახიდურში სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები

4-10-2020

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, სამართალდამცველები მოსამართლის განჩინების აღსასრულებლად მივიდნენ კონკრეტულ მისამართზე, სადაც ადგილობრივებმა პოლიციას მოსამართლის განჩინების აღსრულებაში ხელი შეუშალეს.

„გუშინ, მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები გამოცხადდნენ ამ პირის საცხოვრებელი სახლის მისამართზე, მოსამართლის განჩინების აღსრულების მიზნით, რა დროსაც ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა, იქ მცხოვრებმა ხალხმა, ხელი შეუშალეს სამართალდამცველებს მოსამართლის განჩინების აღსრულებაში. ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლისთვის ხელის შეშლას. ამ საქმეზეც ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“-განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.