გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოდან 5,458 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის რაოდენობას 2,092 ტონით აღემატება

5-10-2020

მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოდან 5,458 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ამავე პერიოდს 2,092 ტონით აღემატება.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (1,747.4 ტონა), იტალიაში (922.1 ტონა), ჩეხეთში (338 ტონა), პოლონეთში (192 ტონა), ესპანეთში (165 ტონა), ლიეტუვაში (160.7 ტონა), საფრანგეთში (147 ტონა), საბერძნეთში (74.7 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა) და ესტონეთში (22 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (354 ტონა), სომხეთი (325.7 ტონა), ბულგარეთი (154.2 ტონა), ბელარუსი (124 ტონა), უკრაინა (94.4 ტონა), ბრაზილია (88 ტონა), მექსიკა (53 ტონა), კანადა (45 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), მონტენეგრო (22 ტონა) და აშშ-ი (19 ტონა).

სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს.