გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სოხუმი: პასპორტიზაციის დაწყებიდან დღემდე 52 800 ახალი პასპორტი გაიცა

8-03-2018

დე ფაქტო აფხაზეთის რაიონული საპასპორტო განყოფილებების წარმომადგენლებმა, პასპორტების და ბინადრობის უფლების გაცემის პროცესთან დაკავშირებით რაულ ხჯინბას ანგარიში წარუდგინეს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტების გაცემიდან დღემდე „აფხაზეთის მოქალაქის“ 52 800 ახალი პასპორტი გაიცა.

„აბხაზია ინფორმის“ ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს მოსახლეობასთან შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება დაავალა, რადგან, ძველი ტიპის პასპორტების მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს იწურება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა დაჩქარდეს, ბინადრობის უფლების გაცემის პროცესიც.

„პრეზიდენტის ადმინიტრაციაში“ გამართულ თათბირზე, ასევე, „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. გამოცემის ცნობით, შსს-მ ერთი კვირის განმავლობაში, პასპორტიზაციის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შესაბამისი წინადადებები უნდა შეიმუშაოს.

რადიო "ათინათი"