გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

რესან კონცელიძე მოქანდაკე დავით ბოლქვაძეს შეხვდა

6-10-2020

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე, დამსახურებულ ბათუმელ ხელოვანსა და მოქანდაკეს დავით ბოლქვაძეს შეხვდა.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრის გარდა, ინდივიდუალურ და თემატურ შეხვედრებს ვმართავ. შეხვედრიდან შეხვედრამდე კი დროს საინტერესო ადამიანებთან სტუმრობას ვუთმობ. მამა-შვილის, დავითისა და ბექას სახელოსნო, სწორედ ის სივრცეა, სადაც ვისიამოვნე არაჩვეულებრივი ნამუშევრებით. აქ თავმოყრილია, როგორც თემატური ნამუშევრები, ასევე პორტრეტები და ქანდაკებების ესკიზები. ბედნიერი ვარ, რომ ბათუმს ასეთი ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანები ჰყავს“-განაცხადა რესან კონცელიძემ.

დავით ბოლქვაძის საპარკო ქანდაკებები მრავლად ამშვენებს ბათუმის სხვადასხვა ადგილებს, რომლებიც ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა.