გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

9-10-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც აჭარის რეგიონში ფლობდა ყავის საწარმოს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ახორციელებდა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას. კერძოდ, პროდუქციის დაფასოება/რეალიზაცია ხორციელდებოდა ერთ - ერთი ბრენდირებული ყავის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია და მის დასამზადებლად განკუთვნილი პოლიგრაფიული მასალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.